ყველანი შვილები ვართ

  www.shvilebi.ge

ძაღლის საწოლი

ჩვენი ძაღლის საწოლი დიდხანს გაგიძლებთ. იმდენ ხანს, რამდენსაც 3 სხვა, ოდნავ იაფი

ჩვენი ძაღლის საწოლი დიდხანს გაგიძლებთ. იმდენ ხანს, რამდენსაც 3 სხვა, ოდნავ იაფი სრულად »
დახურვა
ძაღლის საწოლი

ჩვენი ძაღლის საწოლი დიდხანს გაგიძლებთ. იმდენ ხანს, რამდენსაც 3 სხვა, ოდნავ იაფი

ფილტრის დახურვა
ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ძაღლის საწოლი ბათურა
ძაღლის საწოლი ბათურა M,L
180,00 GEL *
ძაღლის საწოლი მია
ძაღლის საწოლი მია 2XL
290,00 GEL *
ძაღლის საწოლი ნეო
ძაღლის საწოლი ნეო 3XL
350,00 GEL *
ძაღლის საწოლი ტოკიო
ძაღლის საწოლი ტოკიო XS
85,00 GEL *
ძაღლის საწოლი ცუგა
ძაღლის საწოლი ცუცა S
140,00 GEL *
ძაღლის საწოლი ლედი
ძაღლის საწოლი ლედი L
210,00 GEL *
ძაღლის საწოლი ბომბორა 3XL
ძაღლის საწოლი ბომბორა 3XL
340,00 GEL *
ძაღლის საწოლი მომო
ძაღლის საწოლი მომო M
170,00 GEL *
ძაღლის საწოლი ბონი
ძაღლის საწოლი ბონი 2XL
270,00 GEL *

თავად  რომ იქ გიწევდეს ძილი, სადაც შენს ძაღლს სძინავს, როგორ ხასიათზე გაიღვიძებდი?

გეტკინებოდა გვერდები? 

რადგან აქ მოხვედი, ესე იგი გიყვარს სამყარო შენ გარშემო და ახსნის გარეშეც  იცი: ძაღლის საწოლი არ არის ფუფუნების საგანი, არამედ ის აუცილებელი ატრიბუტია.

ძაღლის საწოლი
 ძაღლის საწოლი ორთოპედიული 

 

logo-mydogაქ სწორად ხარ. ჩვენ საწოლების კარგი არჩევანი გვაქვს.

ჩვენი ძაღლის საწოლები სხვებზე ოდნავ ძვირია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში - ბევრად იაფი. 

ლამაზი, კომფორტული და გამძლე. მომრგვალებული ან სწორი კონტურებით, გემოვნების მიხედვით.

განაგრძე კითხვა. ან შეუკვეთე ახლავე.

mcinare-cagli
 საკუთარი საწოლი ესიზმრება

რატომ ჩვენი საწოლი?

  •  ანტიალერგიული, კომფორტული და რბილი საწოლები მაქსიმალურად მორგებულია ოთხფეხა მეგობრის ანატომიას, რაც ხელს უწყობს მშვიდ და ჯანსაღ ძილს.
bednieri-cagli-da-patroni
 თქვენი ძაღლი მადლობას გეტყვით
  • ორთოპედიული ვარიანტის ძირითადი ელემენტია ლეიბი “MEMORY FOAM” (მეხსიერების ქაფით).
caglis-sawoli-tokio-xs
 ძაღლის საწოლი ტოკიო XS დეტალებში
  •  ორთოპედიული საწოლი ლეკვობიდანვე ხელს უწყობს ხერხემლის სწორ ზრდა-განვითარებას. საუკეთესო არჩევანია სახსრების ანომალიის, დისპლაზიის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში.
  • ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. იმეორებს ორგანოებისა და სახსრების კონტურებს. იმახსოვრებს სხეულის მოძრაობებსა და ფორმას.
  • საწოლისთვის გამოყენებული თითოეული დეტალი არის მაღალი ხარისხის, რაც შესაბამისად განაპირობებს მის სიმყარეს და გამძლეობას.
caglis-sacoli-elvit-2
 ძაღლის საწოლი მია ყურადღების ცენტრში
  •  ქსოვილი - შანელი არის რბილი და სასიამოვნო. არ ზიანდება ფხაჭვნით, არ იმუხტავს ბეწვს და შორდება ადვილად.
  • საწოლის ლეიბი დამატებით მოთავსებულია წყალგაუმტარ ბიაზის ქსოვილში. აქვს ელვაშესაკრავი და ირეცხება მარტივად. გარეცხვა შესაძლებელია 30 გრადუსზე.
caglis-sacoli-elvit
 გარე საფარი ეხსნება და ირეცხება

როგორ შევარჩიოთ ძაღლის საწოლი?

რა უნდა გავითვალისწინოთ?

ძაღლის ზომა და საწოლის ზომა

საწოლი უნდა იყოს საკმარისად დიდი, რათა ძაღლმა კომფორტულად შეძლოს გადაბრუნება და გაშლა, მაგრამ არც ისე დიდი, რომ მან თავი არ იგრძნოს დაცულად. 

sacoli-caglis-1
ეს საწოლი ამ ძაღლისთვის აშკარად პატარაა

გაზომე ძაღლი ზურგიდან კუდის ძირამდე და დაუმატე რამდენიმე დამატებითი სანტიმეტრი კომფორტისთვის. 

ასევე უნდა გაითვალისწინო ძაღლის ჯიში და ასაკი. ზოგიერთ ჯიშებში ზრდა ძალიან დიდია. 

მასალები და ტექსტურა

საწოლის ზედაპირი უნდა იყოს რბილი და კომფორტული, ძაღლის სხეულს უნდა მიჰყვებოდეს და არ უნდა აღიზიანებდეს კანს.

sacoli-caglis3

ზოგიერთი ძაღლი შეიძლება ალერგიული იყოს გარკვეულ ქსოვილებზე ან ტექსტურებზე, ამიტომ დააკვირდი ნებისმიერ გამონაყარს ან გაღიზიანებას მისი გამოყენების შემდეგ.

ფორმა და დიზაინი

ზოგიერთი ძაღლი ამჯობინებს ტრადიციულ მართკუთხა ფორმას. sacoli-caglis-otxive-mxare

ზოგი კი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ოვალურ ან მრგვალ საწოლში. ზოგიერთ ძაღლს შეიძლება მოსწონდეს საწოლი კიდეებით, რადგან ეს მათ უსაფრთხოების დამატებით შეგრძნებას ანიჭებს.

sacoli-caglis2

სასურველია საწოლის დიზაინი ჩაჯდეს საერთო ინტერიერში. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ფერის და მასალის ძაღლის საწოლებს.

გახსოვდეს, რომ ძაღლის კომფორტი და კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია.

საწოლის მოვლა

საწოლში დროთა განმავლობაში გროვდება ბაქტერიები და მტვერი. რეგულარული რეცხვა გაახანგრძლივებს მისი ექსპლუატაციის ვადას.

ckalgaumtari-caglis-saxli

ჩვენს საწოლებს აქვს მოსახსნელი საფარი ელვაშესაკრავზე, მარტივად იხსნება და ადვილად ირეცხება სარეცხ მანქანაში. ასე რომ, დიდი წვალება რეცხვისას არ მოგიწევთ.

elva

რატომ არის ძაღლისთვის საწოლი მნიშვნელოვანი? 

კარგი საწოლი ხელს უწყობს ძაღლის ჯანსაღ ძილს, ძილი აუცილებელია ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.

ძაღლის საწოლი უზრუნველყოფს საჭირო საყრდენს მისი სახსრების, კუნთებისა და ძვლებისთვის, რაც ამცირებს ტკივილისა და ტრავმების რისკს.

საწოლი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი სასუნთქი სისტემის შენარჩუნებას, რადგან ის აშორებს ძაღლის ცხვირს ცივი, სველი ან მტვრიანი იატაკიდან.

უსაფრთხო სივრცე

საწოლი კომფორტთან ერთად ქმნის ფსიქოლოგიურ თავშესაფარს ძაღლისთვის.

მას შეუძლია გაექცეს ცხოვრების სტრესსა და ქაოსს, თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.

sacoli-caglis

ძაღლი არეგულირებს ძილისა და დასვენების რეჟიმს. ეს ხელს უწყობს დაბალანსებული და მშვიდი ხასიათის ჩამოყალიბებას.

ქცევითი პრობლემების პრევენცია

როცა ძაღლს არ აქვს საკუთარი სივრცე, მას აწუხებს შფოთვა, დესტრუქციული ქცევა და ტერიტორიული აგრესია.

შეიძლება ავეჯი ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გაანადგუროს. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ოჯახში გარანტირებულია.

cagli-anadgurebs-avejs

საკუთარი საწოლი ამცირებს ემოციური სტრესის დაგროვების ალბათობას. 

პირადი სივრცის უზრუნველყოფა

საკუთარი ტერიტორიის ფლობა ეხმარება ცხოველს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. დიდ ოჯახებში ხმაური და აქტივობა შეიძლება ძაღლისთვის გადამეტებული იყოს.

sacoli-caglis11

საწოლში ძაღლს აქვს "დრო საკუთარი თავისთვის" 

ძაღლი ჩვენი ოჯახის წევრია და უნდა გვესმოდეს მისი საჭიროებები. მისი პირადი სივრცის პატივისცემა ყველამ უნდა ისწავლოს.

მფლობელისა და ძაღლის ურთიერთობის გაუმჯობესება

გაუმჯობესებული ემოციური კავშირი მფლობელსა და ძაღლს შორის, საწოლის კიდევ ერთი პლუსია.

ძაღლი საოცრად გონიერი არსებაა. მისთვის საწოლის შეძენით შენ აგზავნი სიყვარულის სიგნალს. ძაღლი იღებს და აფასებს ამ სიგნალს. ეს აღრმავებს ნდობას და ერთგულებას თქვენ ორს შორის.

cagli-da-patroni

საწოლი შეიძლება გახდეს წვრთნის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეასწავლი ძაღლს ბრძანებებს, როგორიცაა "სახლში" და "დაწექი", ან რამე მსგავსი.

 

  1. რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს?

    ყოველ 1-2 წელიწადში, დამოკიდებულია გამოყენების სიხშირეზე და ძაღლის ზომაზე. თუ საწოლი დაზიანებულია, დახეულია ან დაკარგული აქვს ფორმა, მაშინ დროა, ახლით შეცვალოთ.

  2. რა ზომის უნდა იყოს?

    საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ძაღლი თავისუფლად დაწვეს და გაიშალოს, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ დაკარგოს თავშესაფრის და უსაფრთხოების გრძნობა. კარგი წესია, შეარჩიოთ საწოლი, რომელიც ცოტათი აღემატება თქვენი ძაღლის სიგრძეს ცხვირიდან კუდის ძირამდე.

  3. რატომ my dog-ი?

    My Dog - ი ქართული კომპანიაა, რომელიც ზრუნვით და დიდი სიყვარულით ამზადებს საწოლებს ოთხფეხა მეგობრებისთვის. ჩვენი კომპანია აწარმოებს ძაღლის ორთოპედიულ საწოლებს.