ორსულობის ადრეული პირველი ნიშნები
გაგიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ორსულად ხარ?
ორსულობის ადრეული ნიშნები და სიმპტომები ხშირად ქალის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების მაუწყებელია.
მართალია, ორსულობა ინდივიდუალურია და ყველა ქალს ეს სიმპტომები განსხვავებულად შეიძლება ჰქონდეს გამოხატული, მაგრამ არსებობს რამდენიმე გავრცელებული ნიშანი, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს ორსულობის საწყის ეტაპზე.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა
ქალის ორგანიზმი ყოველთვიურად ემზადება შესაძლო ორსულობისთვის. თუმცა, თუ განაყოფიერება არ მოხდა, ენდომეტრიუმი იშლება და იწყება მენსტრუაცია. ორსულობის დროს კი, ეს პროცესი ჩერდება.
შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან მენსტრუაციის დაგვიანება, ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და საიმედო ნიშანია.
მენსტრუალური ციკლის დარღვევას შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, როგორიცაა სტრესი, კვებითი დარღვევები, ჰორმონული ცვლილებები და ა.შ. ამიტომ, თუ მენსტრუაცია რამდენიმე დღით დაგვიანდა, ეს ავტომატურად ორსულობას არ ნიშნავს.
საჭიროა დამატებითი ნიშნების არსებობა და ექიმთან კონსულტაცია.
მკერდის მგრძნობელობა და ცვლილებები
ორსულობის დასაწყისში, ჰორმონული ცვლილებების გამო, მკერდი შეიძლება გახდეს მგრძნობიარე, დაჭიმული და მტკივნეული. ზოგჯერ შეიძლება შეამჩნიოთ მკერდის გადიდება და სისხლძარღვების გამოკვეთა. ეს ცვლილებები ორგანიზმს ამზადებს ბავშვის კვებისთვის და ხშირად ლაქტაციის პერიოდში გრძელდება.
მგრძნობელობას და ტკივილს შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, მაგალითად, ჰორმონული დისბალანსი ან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ეტაპზე ძუძუების ჩვეულებრივი მგრძნობელობა. ამიტომ, ეს სიმპტომი არ არის მხოლოდ ორსულობისთვის დამახასიათებელი და ყურადღება სხვა ნიშნებსაც უნდა მიაქციოთ.
დაღლილობა და დაქანცულობა
უეცარი და ძლიერი დაღლილობა, ასევე დაქანცულობა, რომელიც არ გივლით მოსვენების შემდეგაც, ერთ-ერთი გავრცელებული ადრეული ნიშანია.
დაღლილობა - ორსულობის ადრეული ნიშანი |
პროგესტერონის მომატებული დონე ორგანიზმში იწვევს მეტაბოლური პროცესების შენელებას, რაც თავის მხრივ, დაღლილობას და ძილიანობას განაპირობებს. თუმცა, მსგავს დაღლილობას შეიძლება სხვა ფაქტორებიც იწვევდეს, როგორიცაა ვირუსული ინფექციები, სტრესი, რკინის დეფიციტი და ა.შ. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს დაღლილობის სხვა შესაძლო მიზეზები.
გულისრევის შეგრძნება და ღებინება
გულისრევის შეგრძნება ხშირად "დილის შეუძლოდ ყოფნას" უწოდებენ, ის შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გვქონდეს და არც ყოველთვის იწვევს ღებინებას.
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ქორიონული გონადოტროპინის (ქგ) ჰორმონის მომატებული რაოდენობა იწვევს გულისრევას. ეს მდგომარეობა მტანჯველია შეიძლება იყოს, მაგრამ გარკვეული რჩევების დაცვით, როგორიცაა ხშირი და მცირეპორციული კვება, ცხარე და ცხიმიანი საკვების თავიდან აცილება, შეიძლება შევამციროთ ეს სიმპტომი.
გულისრევას სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ინფექცია, საკვების აუტანლობა, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და სხვა.
თუ გულისრევას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი მუცლის ტკივილი და გაუვალობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ხშირი შარდვა
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, გაზრდილი პროგესტერონის დონის გამო, ნაწლავების პერისტალტიკა მცირდება, რაც განაპირობებს შებერილობას და ხშირ შარდვას. ნაყოფის ზრდასთან ერთად, საშვილოსნო ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შარდვის სიხშირეს. გარდა ორსულობისა, ხშირი შარდვა შეიძლება განაპირობოს საშარდე გზების ინფექციამ, შაქრიანმა დიაბეტმა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებმა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შარდვას თან ახლავს წვა, ტკივილი და სისხლი შარდში.
ორსულობის ადრეული ნიშნები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგიერთი მათგანი ხშირად შეუმჩნეველია, ზოგი კი მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს.
ორსულობა ქალის ორგანიზმში უზარმაზარ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და ეს სიმპტომები სწორედ ამ ცვლილებების შედეგია.
ზემოთ ჩამოთვლილი ადრეული ნიშნები და სიმპტომები, მხოლოდ მოსალოდნელი ორსულობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს და არა საბოლოო დიაგნოზი.
ორსულობის დადასტურება მხოლოდ სამედიცინო ტესტებით არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ გჯერათ, რომ ორსულად ხართ, პირველ რიგში, მიმართეთ გინეკოლოგს ან ექოსკოპისტს და გაიარეთ შესაბამისი შემოწმება.
ხშირად დასმული კითხვები
1. ვის უნდა მივმართოთ ორსულობის ადრეულ ეტაპზე კონსულტაციისთვის?
ორსულობის ადრეულ ეტაპზე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ან რეპროდუქტოლოგს. ისინი შეაფასებენ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაგისვამენ სწორ დიაგნოზს და მოგცემენ საჭირო რჩევებს.
2. როდის უნდა ჩავიტაროთ ორსულობის ტესტი?
ორსულობის ტესტის ჩატარება საუკეთესოა მენსტრუაციის დაგვიანებიდან 1-2 კვირის შემდეგ. ამ დროისთვის ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონის დონე უკვე საკმარისია სწორი დასკვნის გასაკეთებლად.
3. რა შემთხვევაშია საჭირო გადაუდებელი ვიზიტი ექიმთან ორსულობის დროს?
თუ საეჭვო სისხლდენა გაქვთ, ძლიერი მუცლის ტკივილი, მაღალი ცხელება, თავბრუსხვევა ან გულისცემის დარღვევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ისეთ სერიოზულ მდგომარეობებზე, როგორიცაა საშვილოსნოს გარე ორსულობა, სპონტანური აბორტი და სხვა.
4. შეიძლება თუ არა ორსულობის ადრეული ტესტის ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი პასუხი?
დიახ, ორსულობის ადრეული ტესტი შეიძლება იყოს ცრუ უარყოფითი, თუ ის ძალიან ადრე ჩატარდა. ასევე, ცრუ დადებით პასუხს შეიძლება იძლეოდეს ზოგიერთი მედიკამენტი ან გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობები. ამიტომ, საბოლოო დიაგნოზი უნდა დასვას ექიმ-სპეციალისტმა.