გერმანულში გვაქვს არტიკლების 2 ტიპი:
ა) განსაზღვრული არტიკლი:
der მამრობითი die მდედრობითი das საშუალო
(die მრავლობითში სამივე სქესისთვის)
ბ) განუსაზღვრელი არტიკლი:
ein მამრობითი და საშუალო eine მდედრობითი
(მრავლობითის ფორმა არ გვაქვს, რადგან მრავლობითში განუსაზღვრელი არტიკლი არ გამოიყენება)
ზემოთ არტიკლები მოცემულია ნომინატივში და იცვლება ან არ იცვლება სხვა ბრუნვებში.
დაიხსომე
გერმანული არტიკლების ბრუნება
აქვე და სამუდამოდ:
განსაზღვრული არტიკლი | ||||
მამ. | საშ. | მდე. | მრა. | |
Nom. | der | das | die | die |
Akk. | den | das | die | die |
Dat. | dem | dem | der | den |
Gen. | des | des | der | der |
განუსაზღვრელი არტიკლი | ||||
მამ. | საშ. | მდე. | მრა. | |
Nom. | ein | ein | eine | x |
Akk. | einen | ein | eine | x |
Dat. | einem | einem | einer | x |
Gen. | eines | eines | einer | x |
თუ ყურადღებით დააკვირდები, ძალიან მარტივია:
- აკუზატივში იცვლება მხოლოდ მამრობითი სქესი. მდედრობითი, საშუალო და მრავლობითი უცვლელად გადმოდის ნომინატივიდან
- დატივსა და გენიტივში მამრობითსა და საშუალოს ერთნაირი ფორმები აქვთ.
- მდედრობითი და მრავლობითი ერთია, გარდა დატივისა.
რამოდენიმეჯერ უშეცდომოდ დაწერე ფურცელზე. ძილის წინ და გაღვიძებისთანავე ტვინში დაატრიალე და მორჩა.
როგორ მივხვდეთ რომელი სქესისაა სახელი?
კარგი ამბავიც მაქვს შენთვის და ცუდიც.
კარგი ის არის, რომ არსებობს გარკვეული წესები სქესის განსაზღვრისთვის. ცუდია ის, რომ ეს წესები სახელების უმეტესობას არ მიესადაგება.
მაგალითად არ არსებობს წესი რომლის მიხედვითაც შენ დაადგენ რომ
der Löffel კოვზი არის მამრობითი
die Gabel ჩანგალი არის მდედრობითი და
das Messer დანა არის საშუალო
ან მეორე მაგალითი: რატომ არის die Tür მდედრობითი და das Fenster საშუალო? არავინ იცის კაცის შვილმა.
ამიტომ არსებითი სახელები არტიკლებთან ერთად უნდა შევისწავლოთ.
რა წესები გვაქვს?
ა) მამრობითი (der):
- მამაკაცები და მამრობითი სქესის ცხოველები მაგ: der Vater (მამა), der Löwe (ლომი)
- ყველა წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები მაგ: der Winter (ზამთარი), der Januar (იანვარი) der Montag (ორშაბათი)
- მსოფლიოს მხარეები მაგ: der Norden (ჩრდილოეთი)
- ალკოჰოლური სასმელები (გარდა das Bier) მაგ: der Wein (ღვინო), der Whisky (ვისკი)
- მანქანების მარკები მაგ: der Mercedes, der BMW
- მთები მაგ: der Everest
ბ) მდედრობითი (die):
- ქალები და მდედრობითი სქესის ცხოველები მაგ: die Mutter (დედა), die Katze (კატა)
- ხეები და ყვავილები მაგ: die Eiche (მუხა), die Rose (ვარდი)
- ციფრები მაგ: die Eins (ერთიანი), die Hundert (ასი)
- თვითმფრინავები მაგ: die Boeing
- მოტოციკლები მაგ: die Harley-Davidson
- მდინარეები მაგ: die Spree, die Elbe
გ) საშუალო (das):
- ახალგაზრდა არსებები და ცხოველები მაგ: das Baby (ჩვილი), das Kalb (ხბო)
- მეტალები და ქიმიური ელემენტები მაგ: das Silber (ვერცხლი), das Eisen (რკინა)
- ენები მაგ: das Deutsch (გერმანული), das Englisch (ინგლისური)
- სასტუმროები მაგ: das Hilton
- კინოთეატრები მაგ: das Odeon
- ასოები მაგ: das A, das B
სქესი შესაძლებელია ასევე განისაზღვროს დაბოლოებების მიხედვით:
ა) მამრობითი (der):
- -ant, -ast, -ismus, -or მაგ: der Student, der Enthusiast, der Kapitalismus, der Motor
ბ) მდედრობითი (die):
- -ung, -heit, -keit, -schaft, -ion, -tät, -ie, -ik, -ur მაგ: die Wohnung (ბინა), die Schönheit (სილამაზე), die Möglichkeit (შესაძლებლობა)
გ) საშუალო (das):
- -chen, -lein, -um, -ment მაგ: das Mädchen (გოგონა), das Büchlein (წიგნაკი), das Zentrum (ცენტრი)
შედგენილი არსებითი სახელების სქესი:
შედგენილი სიტყვების არტიკლი განისაზღვრება ბოლო კომპონენტის მიხედვით. მაგ: die Haustür (სახლის კარი) - Haus (სახლი საშუალო) + Tür (კარი, მდედრ.)
გეოგრაფიული სახელები:
- ქვეყნები და კონტინენტები ძირითადად საშუალო სქესისაა (das), მაგრამ არის გამონაკლისები მაგ: die Schweiz (შვეიცარია), die Türkei (თურქეთი) der Iran...
- ქალაქები საშუალო სქესისაა (das), მაგრამ არტიკლის გარეშე იხმარება მაგ: Berlin ist eine große Stadt. (ბერლინი დიდი ქალაქია.)
ზმნებიდან ნაწარმოები არსებითი სახელები:
Das
ზმნის ინფინიტივიდან ნაწარმოები არსებითი სახელები საშუალო სქესისაა მაგ:
das Lesen (კითხვა),
das Schreiben (წერა)
Der
თუ სახელი ზმნის ფუძიდან იწარმოება და არაფერს იმატებს. მაგალითად
der Anfang (anfangen) - დასაწყისი
der Besuch (besuchen) - ვიზიტი
der Biss (beißen) - კბენა
der Dank (danken) - მადლობა
der Fall (fallen) - ვარდნა, შემთხვევა
der Gang (gehen) - სვლა, დერეფანი
der Kauf (kaufen) - ყიდვა
der Lauf (laufen) - რბენა
der Ruf (rufen) - ძახილი, რეპუტაცია
der Schlaf (schlafen) - ძილი
der Schlag (schlagen) - დარტყმა
der Schnitt (schneiden) - ჭრა
der Schrei (schreien) - ყვირილი
der Sprung (springen) - ხტომა
der Stand (stehen) - მდგომარეობა, დგომა
der Stich (stechen) - ჩხვლეტა
der Streit (streiten) - დავა
der Tanz (tanzen) - ცეკვა
der Tritt (treten) - ნაბიჯი, წიხლი
der Wurf (werfen) - სროლა
Die
თუ სახელი ზმნის ფუძიდან იწარმოება და -t იმატებს. მაგალითად
die Fahrt (fahren) - მგზავრობა
die Flucht (fliehen) - გაქცევა
die Geburt (gebären) - დაბადება
die Haft (haften) - პატიმრობა
die Last (lasten) - ტვირთი, სიმძიმე
die Naht (nähen) - ნაკერი
die Pacht (pachten) - იჯარა
die Saat (säen) - თესლი
die Schicht (schichten) - ფენა, ცვლა
die Schrift (schreiben) - ნაწერი, დამწერლობა
die Sicht (sehen) - ხედვა
die Sucht (suchen) - მანია, დამოკიდებულება
die Tracht (tragen) - სამოსი, ტანისამოსი
die Zucht (züchten) - მოშენება, აღზრდა
ნასესხები სიტყვები:
ხშირად ინარჩუნებენ ორიგინალური ენის სქესს ან იღებენ გერმანულში მსგავსი მნიშვნელობის სიტყვის სქესს მაგ: die E-Mail (ელ-ფოსტა, მდედრ. როგორც die Post)
როდის არ იხმარება არტიკლი?
გერმანულ ენაში არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არტიკლი არ გამოიყენება. აი, მთავარი სიტუაციები:
- პროფესიები და ეროვნებები: როდესაც მიუთითებთ პიროვნების პროფესიას ან ეროვნებას, არტიკლი არ გამოიყენება. მაგ: Er ist Lehrer. (ის მასწავლებელია.) Sie ist Ärztin. (ის ექიმია.) Ich bin Georgier. (მე ქართველი ვარ.)
- მრავლობითი რიცხვის განუსაზღვრელი ფორმა: მრავლობით რიცხვში განუსაზღვრელი არტიკლი არ არსებობს. მაგ: Ich kaufe Äpfel. (მე ვყიდულობ ვაშლებს.)
- აბსტრაქტული ცნებები ზოგად კონტექსტში: მაგ: Liebe ist schön. (სიყვარული ლამაზია.) Glück ist wichtig. (ბედნიერება მნიშვნელოვანია.)
- ნივთიერებები და მასალები ზოგადად: მაგ: Wasser ist gesund. (წყალი ჯანსაღია.) Gold ist wertvoll. (ოქრო ძვირფასია.)
- კვების პროდუქტები მენიუში ან სია: მაგ: Kartoffeln mit Fleisch (კარტოფილი ხორცით)
- სპორტის სახეობები და ინსტრუმენტები: მაგ: Ich spiele Fußball. (მე ფეხბურთს ვთამაშობ.) Er lernt Klavier. (ის პიანინოზე დაკვრას სწავლობს.)
- ენები: მაგ: Ich spreche Deutsch. (მე გერმანულად ვლაპარაკობ.)
- დღის ნაწილები: მაგ: Morgens trinke ich Kaffee. (დილით ყავას ვსვამ.)
- უმეტესი ქვეყნებისა და ქალაქების სახელები: მაგ: Ich fahre nach Deutschland. (მე გერმანიაში მივდივარ.) Berlin ist eine schöne Stadt. (ბერლინი ლამაზი ქალაქია.)
- სახელები: მაგ: Anna kommt heute. (ანა დღეს მოდის.)
- ტიტულები სახელებთან ერთად: მაგ: Professor Schmidt hält einen Vortrag. (პროფესორი შმიდტი ლექციას კითხულობს.)
- ტრანსპორტის საშუალებები ზმნებთან "fahren mit" (მგზავრობა): მაგ: Ich fahre mit Bus. (ავტობუსით მივდივარ.)
- ზოგიერთი მყარი გამოთქმა: მაგ: Ich habe Hunger. (მშია.) Er hat Recht. (ის მართალია.)
- გაზეთების სათაურები და განცხადებები: მაგ: Mann beißt Hund (კაცმა ძაღლს უკბინა)
- მისამართებში: მაგ: Ich wohne in Bahnhofstraße 5. (მე ვცხოვრობ ვაგზლის ქუჩა 5-ში.)
როდის გამოვიყენოთ განსაზღვრული როდის განუსაზღვრელი არტიკლი?
დამოკიდებულია კონტექსტზე და იმაზე, თუ რამდენად ცნობილია საუბრის საგანი.
განუსაზღვრელი არტიკლი (ein, eine, ein) გამოიყენება, როდესაც:
ა) საუბარია რაიმეზე პირველად, რაც ჯერ არ არის ცნობილი: მაგ: Ich sehe einen Hund. (ვხედავ ძაღლს.)
ბ) საუბარია ზოგად კატეგორიაზე ან კლასზე: მაგ: Ein Lehrer muss geduldig sein. (მასწავლებელი მომთმენი უნდა იყოს.)
გ) რიცხვი "ერთის" მნიშვნელობით: მაგ: Ich brauche nur ein Buch. (მხოლოდ ერთი წიგნი მჭირდება.)
განსაზღვრული არტიკლი (der, die, das) გამოიყენება, როდესაც:
ა) საუბარია კონკრეტულ, უკვე ნახსენებ ან ცნობილ საგანზე: მაგ: Der Hund, den ich gestern sah, war groß. (ძაღლი, რომელიც გუშინ ვნახე, დიდი იყო.)
ბ) უნიკალური საგნების ან მოვლენების აღსანიშნავად: მაგ: Die Sonne scheint. (მზე ანათებს.) Die Erde dreht sich um die Sonne. (დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.)
გ) ზედსართავი სახელის აღმატებითი ფორმის წინ: მაგ: Er ist der schnellste Läufer. (ის ყველაზე სწრაფი მორბენალია.)
ვ) დროის ან თარიღის მითითებისას: მაგ: Am (an + dem) Montag gehe ich zur (zu + der) Arbeit. (ორშაბათს სამსახურში მივდივარ.) im Januar (Februar…)
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ არტიკლის არჩევანი შეიძლება დამოკიდებული იყოს მთქმელის განზრახვაზე - რამდენად კონკრეტული ან ზოგადი უნდა იყოს გამონათქვამი.