თავად რომ იქ გიწევდეს ძილი, სადაც შენს ძაღლს სძინავს, როგორ ხასიათზე გაიღვიძებდი? გეტკინებოდა გვერდები?
რადგან აქ მოხვედი, ესე იგი გიყვარს სამყარო შენ გარშემო და ახსნის გარეშეც იცი: ძაღლის საწოლი ფუფუნება კი არა, აუცილებელი ნივთია.

ჩვენი საწოლები სხვებზე ოდნავ ძვირია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად იაფი გამოგივა. ლამაზი, კომფორტული და გამძლეა, მომრგვალებული ან სწორი კონტურებით — შენი გემოვნების მიხედვით.
ზომები და ფასები ქვემოთ, ბარათებში ნახე.

რატომ ჩვენი საწოლი?
- ანტიალერგიული, კომფორტული და რბილი საწოლები მაქსიმალურად მორგებულია ოთხფეხა მეგობრის ანატომიას, რაც მშვიდ და ჯანსაღ ძილს უწყობს ხელს.
- ორთოპედიული ვარიანტის მთავარი ელემენტია ლეიბი „MEMORY FOAM“ (მეხსიერების ქაფით).

- ორთოპედიული საწოლი ლეკვობიდანვე უწყობს ხელს ხერხემლის სწორ ზრდა-განვითარებას. კარგი არჩევანია სახსრების ანომალიის, დისპლაზიის დროს და ოპერაციის შემდეგ.
- ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, იმეორებს ორგანოებისა და სახსრების კონტურებს, იმახსოვრებს სხეულის მოძრაობებსა და ფორმას.
- საწოლის ყველა დეტალი მაღალი ხარისხისაა, ამიტომ მყარი და გამძლეა.

- ქსოვილი — შანელი რბილი და სასიამოვნოა. არ ზიანდება ფხაჭნით, არ იმუხტავს ბეწვს და ბეწვი ადვილად შორდება.
- ლეიბი დამატებით წყალგაუმტარ ბიაზის ქსოვილშია მოთავსებული. აქვს ელვაშესაკრავი და მარტივად ირეცხება 30 გრადუსზე.


ჩვენი საწოლები და ფასები
ბომბორა — 3XLზომა: 135×95 სმორთოპედიული: 340 ₾ჩვეულებრივი: 290 ₾ფოტოზე კოლექციააშეუკვეთე WhatsApp-ზე
ბათურა — M / L / XLM 70×50 სმ: 180 ₾ / 140 ₾L 80×60 სმ: 230 ₾ / 170 ₾XL 90×60 სმ — ფასი დააზუსტეფასები: ორთოპედიული / ჩვეულებრივი. ფოტოზე კოლექციააშეუკვეთე WhatsApp-ზეორთოპედიულში ანატომიური ღრუბელია (memory foam), ჩვეულებრივში — ჩვეულებრივი ღრუბელი. შესაკვეთად მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 599 69 59 64.
როგორ შეარჩიო ძაღლის საწოლი?
ძაღლის ზომა და საწოლის ზომა
საწოლი იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ძაღლმა თავისუფლად შეძლოს გადაბრუნება და გაშლა, მაგრამ არც ისე დიდი, რომ თავი დაცულად ვეღარ იგრძნოს.

გაზომე ძაღლი ცხვირიდან კუდის ძირამდე და დაუმატე რამდენიმე სანტიმეტრი კომფორტისთვის. გაითვალისწინე ჯიში და ასაკიც: ზოგი ჯიში ძალიან დიდი იზრდება. ჯიშების შესახებ მეტი ძაღლის ჯიშების გვერდზე წაიკითხე.
მასალები და ტექსტურა
საწოლის ზედაპირი რბილი და კომფორტული უნდა იყოს, ძაღლის სხეულს უნდა მიჰყვებოდეს და კანს არ უნდა აღიზიანებდეს.

ზოგი ძაღლი შეიძლება ალერგიული იყოს გარკვეულ ქსოვილზე, ამიტომ დააკვირდი, ხომ არ გაუჩნდა გამონაყარი ან გაღიზიანება.
ფორმა და დიზაინი
ზოგ ძაღლს ჩვეულებრივი მართკუთხა ფორმა ურჩევნია.

ზოგი კი ოვალურ ან მრგვალ საწოლში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ზოგს კიდეებიანი საწოლი მოსწონს, რადგან დამატებით უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს.

კარგია, თუ საწოლის დიზაინი შენს ინტერიერს მოერგება. ჩვენთან სხვადასხვა ფერისა და მასალის საწოლებს ნახავ. მთავარი მაინც ძაღლის კომფორტი და კეთილდღეობაა.
საწოლის მოვლა
საწოლში დროთა განმავლობაში ბაქტერიები და მტვერი გროვდება. რეგულარული რეცხვა მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

ჩვენს საწოლებს მოსახსნელი საფარი აქვს ელვაშესაკრავზე: მარტივად იხსნება და ადვილად ირეცხება სარეცხ მანქანაში, ასე რომ, რეცხვისას დიდი წვალება არ მოგიწევს.

რატომაა ძაღლისთვის საწოლი მნიშვნელოვანი?
კარგი საწოლი ჯანსაღ ძილს უწყობს ხელს, ძილი კი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია. საწოლი სახსრებს, კუნთებსა და ძვლებს საჭირო საყრდენს აძლევს, რაც ტკივილისა და ტრავმის რისკს ამცირებს. ის ძაღლის ცხვირს ცივ, სველ ან მტვრიან იატაკს აშორებს და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობასაც ეხმარება.
უსაფრთხო სივრცე
საწოლი კომფორტთან ერთად ძაღლის ფსიქოლოგიური თავშესაფარია: იქ სტრესსა და ქაოსს გაექცევა და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ძაღლი ძილისა და დასვენების რეჟიმს არეგულირებს, რაც დაბალანსებულ და მშვიდ ხასიათს აყალიბებს.
ქცევითი პრობლემების პრევენცია
როცა ძაღლს საკუთარი სივრცე არ აქვს, შეიძლება შფოთვა, დესტრუქციული ქცევა და ტერიტორიული აგრესია გაუჩნდეს. შეიძლება ავეჯი ან სხვა ნივთები გაგიფუჭოს.

საკუთარი საწოლი ემოციური სტრესის დაგროვების ალბათობას ამცირებს.
პირადი სივრცე
საკუთარი ტერიტორია ცხოველს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება. დიდ ოჯახში ხმაური და აქტივობა ძაღლისთვის შეიძლება ზედმეტი იყოს.

საწოლში ძაღლს „დრო საკუთარი თავისთვის“ აქვს. ის ოჯახის წევრია, ამიტომ მისი პირადი სივრცის პატივისცემა ყველამ უნდა ისწავლოს.
შენი და ძაღლის ურთიერთობა
ძაღლი საოცრად გონიერი არსებაა. საწოლის ყიდვით სიყვარულის სიგნალს უგზავნი, ის კი ამას იღებს და აფასებს. ეს ნდობასა და ერთგულებას აღრმავებს თქვენ ორს შორის.

საწოლი წვრთნაშიც გამოგადგება: მისი დახმარებით ძაღლს ასწავლი ბრძანებებს, მაგალითად „სახლში“ ან „დაწექი“. ჯერ სახელს თუ ეძებ, ნახე ძაღლის სახელები.
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომის საწოლი სჭირდება ჩემს ძაღლს?
გაზომე ძაღლი ცხვირიდან კუდის ძირამდე, როცა გაშლილი წევს, და აირჩიე საწოლი, რომლის სიგრძეც ამაზე ცოტათი მეტია. ჩვენი ზომები XS-დან (52×45 სმ) 3XL-მდეა (135×95 სმ). ლეკვისთვის გაითვალისწინე, რა ზომის იქნება ზრდასრული: ზოგი ჯიში ძალიან დიდი იზრდება.
ჯიშის მიხედვით რომელი ზომა ავირჩიო?
ჯიში მხოლოდ საორიენტაციოა — ერთი ჯიშის ძაღლებიც სხვადასხვა ზომისაა, ამიტომ საბოლოოდ შენი ძაღლის სიგრძეს დაეყრდენი. პატარა ჯიშებს, როგორიცაა იორკშირ-ტერიერი, ჩვეულებრივ XS–S ზომა ჰყოფნით, დიდ ჯიშებს, როგორიცაა კანე კორსო, გერმანული ნაგაზი ან კავკასიური ნაგაზი — XXL–3XL. ეჭვი თუ გაქვს, დიდი აირჩიე.
ორთოპედიული თუ ჩვეულებრივი?
ორთოპედიულში მეხსიერების ქაფია, რომელიც სხეულის ფორმას იმეორებს. ის განსაკუთრებით გამოადგება ლეკვს, ხანდაზმულ ძაღლს, დიდი ჯიშის ძაღლს, ასევე სახსრების პრობლემის, დისპლაზიის დროს და ოპერაციის შემდეგ. ჯანმრთელობის პრობლემისას ვეტერინარსაც ჰკითხე.
რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს?
ყოველ 1–2 წელიწადში, რაც გამოყენების სიხშირესა და ძაღლის ზომაზეა დამოკიდებული. თუ საწოლი დაზიანდა, დაიხა ან ფორმა დაკარგა, ახლით შეცვლის დროა.
რატომ My Dog?
My Dog ქართული კომპანიაა, რომელიც ზრუნვითა და სიყვარულით ამზადებს ორთოპედიულ საწოლებს ოთხფეხა მეგობრებისთვის.









