ყველანი შვილები ვართ

  www.shvilebi.ge

ხარისხიანი სათამაშოები ბავშვებისთვის

ბავშვისთვის სათამაშოს არჩევა ერთი შეხედვით იოლი საქმეა - ბაზარი სავსევა ჭრელა-ჭრულა, იაფი თუ ძვირად ღირებული სათამაშოებით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო განმავითარებელიც უნდა იყოს, უსაფრთხოც და ბავშვსაც აუცილებლად უნდა მოსწონდეს, ამოცანა უფრო რთულდება. 

როგორი უნდა იყოს ბავშვისთვის არჩეული სათამაშო?
ხარისხიანი - ჯობს, იყოს გამოცდილი, სანდო ბრენდის და არ შეიცავდეს მავნე საღებავებს, ტყვიას და ბევრ სხვა ტოქსიკურ ნივთიერებას, რომლებსაც ხშირად შეიცავს ხოლმე ბაზარზე გამოფენილი სათამაშოები.
უსაფრთხო - როცა სახლში პატარა ბავშვია, უფროსებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. წუთიც საკმარისია, რომ პატარამ ისეთი რამ მოიქმედოს, რაც საფრთხეს შეუქმნას მის ჯანმრთელობას. ეს შეიძლება, უბრალო სათამაშოს გამოც მოხდეს.
აირჩიეთ ის სათამაშო, რომელიც ბავშვს სჭირდება და არა ის, რომელიც თავად მოგწონთ.
აირჩიეთ სათამაშოები ბავშვის ასაკის მიხედვით.
სანამ შეიძენთ, გაეცანით ინსტრუქციას - რომელშიც მითითებულია, რა ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი ეს კონკრეტული სათამაშო.

სათამაშოები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ ბავშვებს:

3 წლამდე:
შეარჩიეთ ნატურალური მასალისა და ბუნებრივი ფერის სათამაშოები, რომლებიც ხელშესახებაც სასიამოვნოა. კარგია, ნამდვილი ხის, ჯანსაღი სათამაშოები ან ნატურალური ქსოვილის სათამაშოები.

საჩუქარი შეიძლება იყოს მსხვილი კუბები, მანქანები, თოჯინა, მარტივი ფაზლი მსხვილი ელემენტებით; საბავშვო მარტივი კონსტრუქტორი მსხვილი ელემენტებით; თითების თეატრი და შემოქმედებითი ნაკრები. არ უნდა იყოს ბევრი პატარა ნაწილისგან შედგენილი, რომ არ იყოს მათი პირში ჩადების და გადაყლაპვის საფრთხე.

3-დან 7 წლამდე:
ეს ის პერიოდია, როცა ბავშვს შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ, თუ რას ისურვებს საჩუქრად. რამდენიმე ვარიანტი ჩამოუთვალეთ, რომ არჩევა შეძლოთ. გასავითარებლად კარგია შემდეგი საჩუქრები: სამაგიდო თამაშები, სამეცნიერო თემები, მანქანები, სუპერგმირები, თოჯინები, საბავშვო სამზარეულო, ჭურჭელი და ა.შ. 

7-დან 12 წლამდე:
როგორც წესი, ამ ასაკში ბავშვს უჩნდება ჰობი. შეიძლება უყიდოთ მუსიკალური, სპორტული სამეცნიერო, შემოქმედებითი ნაკრები, ინვენტარი. პულტიანი სათამაშოები.

რაც მთავარია, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი - ჩვენს ყველაზე მთავარ არსებებს, ჩვენს პატარა დიდ სასწაულებს უნდა შევურჩიოთ ყველაფერი გემოვნებით, ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ