ყველანი შვილები ვართ

  www.shvilebi.ge

ბავშვის სქესის გამოთვლა

სქესის გამოთვლა, ანუ ბავშვის სქესის გამოსაცნობი სხვადასხვა მეთოდი ყოველთვის აინტერესებთ მშობლებს. რასაკვირველია, 100%-იანი არც ერთი მეთოდი არაა და ყველა დამყარებულია სხვადასხვა ტიპის გამოცდილებაზე, სტატისტიკაზე და ა.შ. თუმცა არის გამოთვლის მეთოდები, რომლებიც სხვებზე უფრო საიმედოდ მიიჩნევა და რომელსაც უფრო ენდობიან ხოლმე. 

bavshvis-sqesis-gamotvla

ბავშვის სქესის განსაზღვრა ცხრილით

ეს ცნობილი ცხრილი გამოჩენილი ნათელმხილველის ვანგას მოსწავლის შედგენილია. მასში ორი პარამეტრი უნდა შეუფარდოთ ერთმანეთს – მომავალი დედის ასაკი და ჩასახვის თვე. მუქი მწვანე უჯრები ბიჭს შეესაბამება, ღია მწვანე – გოგონას.
იპოვეთ თქვენი ასაკი და მის გასწვრივ – ჩასახვის თვე. მათი გადაკვეთის ადგილას ნახეთ უჯრის ფერი და ის იქნება ბავშვის სქესი.

cxrili

სქესის დადგენა სისხლით

ასევე არსებობს სქესის გამოთვლა ბევრის მიერ აღიარებული სისხლის განახლების მეთოდით.

sqesis-dadgena-sisxlit

ეს საშუალება იმას ეფუძნება, რომ მამაკაცებს სისხლი ყოველ 4 წელიწადში ეცვლებათ, ხოლო ქალებს – ყოველ 3 წელიწადში (ეს ბუნებრივად. ასევე არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანი ბევრ სისხლს კარგავს და განახლება მაშინაც ხდება). ბავშვის ჩასახვის მომენტში რომელ მშობელსაც აქვს უფრო "ახალი" სისხლი, ანუ რომელსაც ბოლოს განუახლდა, სწორედ მისი სქესის იქნება შვილი.

სქესის ვარაუდი დედის განწყობით:

ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ორსული ქალის განწყობამ ან ქცევამ შეიძლება მოგვცეს მინიშნებები ბავშვის სქესის შესახებ.

sqesis-dadgena-xasiatit

მაგალითად, ითვლება, რომ მშვიდი და გაწონასწორებული განწყობა შეიძლება გოგონას მუცლადყოფნას ნიშნავდეს, ხოლო გაღიზიანებული განწყობა ბიჭისას.

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ