სორღო სტუდიო შექმნის დაბადების დღის პერსონალურ AI სიმღერას ქართულად: ტექსტში იუბილარის სახელი და შენ მიერ მოწოდებული დეტალები იქნება, სტილს კი თავად აირჩევ.
როგორ მუშაობს: 3 მარტივი ნაბიჯი
შეავსე მოკლე ფორმა: იუბილარის სახელი, ვინ ულოცავს და სასურველი სტილები (ხუთიდან სამი). სურვილისამებრ დაამატე ასაკი, ჰობი, პროფესია, სახალისო ფაქტები ან ხუმრობები. რაც მეტ დეტალს მოგვწერ, მით უფრო პერსონალური გამოვა სიმღერა.
შენი დეტალებით ვწერთ ტექსტს და ვქმნით სიმღერას არჩეულ სტილში: ტექსტს, მელოდიას და AI ვოკალს. სიმღერას თან ახლავს DJ-ის ხმოვანი წარდგენა. მზადყოფნის ვადას შეკვეთისას შეგითანხმებთ.
მიიღებ სამახსოვრო MP3 ფაილს. შეგიძლია იუბილარს გაუგზავნო ან სუფრაზე ჩართო. სიმღერა Radio Sorgo-ს ეთერშიც გავა.
ვისთვის არის ეს საჩუქარი
ასეთი სიმღერა ნებისმიერ ასაკსა და ურთიერთობას მოერგება. მთავარი ისაა, რომ ის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იქმნება.
მადლობა ყველაფრისთვის, მისი სახელით და თქვენი ოჯახური მოგონებებით. ყველაზე თბილად ლირიკულ ან ქართულ საესტრადო სტილში ჟღერს.
მისი ჰობი, პროფესია და საყვარელი გამონათქვამები ერთ სიმღერაში. მოერგება როკი, პოპი ან საესტრადო სტილი.
თქვენი ისტორია, გაცნობის ამბავი და პატარა დეტალები, რომლებიც მხოლოდ თქვენ იცით, რომანტიკულ სიმღერაში.
საერთო თავგადასავლები, ძველი ხუმრობები და სასაცილო ამბები მხიარულ სიმღერაში, რომელიც მთელ კომპანიას გაახალისებს.
მხიარული სიმღერა მისი სახელით და იმით, რაც ყველაზე მეტად უყვარს. MP3 ფაილი მოგონებად დარჩება.
იუბილე ოჯახის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის, შვილიშვილების სურვილებით. ნიმუშად მოუსმინე ჯუმბერის 70 წლის იუბილის სიმღერას.
გუნდის ერთობლივი საჩუქარი: მისი სახელი, საქმე და ოფისის ხუმრობები ერთ სიმღერაში.