შესვლა მშობლებისათვის

close
პატარებისახელები
ბიჭები გოგონები









აბა – სემიტური სახელია.

" მამა", " სულიერი მოძღვარი ", " ხალხის მამამთავარი "; მოგვიანებით პატივისცემის გამომხატველ ეპითეტად იქცა. ქართულში შემოსულია ბერძნული გზით (აბბა – ამბა – ანბა||აბა), წმინდა მამის, მონასტრის წინამძღვრის მნიშვნელობით. დასტურდება უკვე VI ს-ში პალესტინის წარწერაში: " შეიწყალენ ანტონი აბაი და იოსია მომსხმელი ამის საფისაი ". აბა(||აბაი)–საგან ნაწარმოებია გვარები: აბაძე, აბაშვილი, აბაიაძე, აბაიძე, აბაიშვილი.


აბდია –  ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-"მსახური უფლისა"(იესოსი) .


აბელ – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

"ნელი ქარის ქროლა"ს ნიშნავს. სახელი ერქვა ბიბლიური ადამის ვაჟს, რომელიც ლეგენდის მიხედვით უდანაშაულოდ მოკლა მისმავე ძმამ კაენმა. ამ სახელისაგან ქართულში ნაწარმოებია გვარი აბელიშვილი


აბესალომ –  ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

" მამა მშვიდობისა ", " მამა ქვეყნისა "; ან: (სპარსული) " ყვავილნარი ", " ვენახი ".  ქართული საეკლესიო სახელი. ქართულ ფოლკლორში ეს სახელი ჰქონია უფლისწულს, რომელსაც შეუყვარდა მწყემსი ქალი ეთერი. ეს ლეგენდა საფუძვლად უძევს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას " აბესალომ და ეთერს ". ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აბესალაშვილი და აბესლამიძე.


აბიბო – (არაბული) " საყვარელი "; ან (ძველი ებრაული) \" თავთავი \" (უფრო ზუსტად: \" თავთავის სიმწიფის ჟამი \", \" პურის შემოსავლის დრო \").
აბო –  არაბული   წარმოშობის სახელია.

გაქრისტიანებული არაბის აბო ტფილელის სახელია. ქრისტიანობისთვის წამებული აბო ქართულმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა და შეიტანა კალენდარულ სახელებში.სინამდვილეში აბო, იგივე ჰაბო, მიღებული ჩანს არაბული სახელისაგან: ჰაბიბ ("საყვარელი").


აბრამ – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

 "მაღალი მამა" , ან "მამა სიმაღლისა" (სხვაგვარად "მამა მრავალთა"). აქედანაა გვარები: აბრამიშვილი, აბრამიძე, აბრამია.


აბულა –  აღმოსავლური წარმოშობის სახელია.

 ძველ ქართულში ცნობილი შემოკლებული ფორმაა აღმოსავლური სახელებისა: აბულალი, აბულასან, აბულვარდი... აბულ არაბულად ნიშნავს " მამას ", მაგრამ სხვადასხვა სახელების წინ დასმისას იხმარება როგორც საპატიო ტიტული. აბულა–საგან წარმოქმნილი გვარებია აბულაძე და აბულაშვილი.


აგული – (ქართული) იხ. ავაგ
აგუნა

მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება, რომლის პატივსაცემი რიტუალი საშემოდგომო და საგაზაფხულო დღესასწაულებზე სრულდებოდა.


ადამ –  ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

"თიხა" (წითელი მიწა), "ადამიანი". ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა პირველი კაცი შექმნა თიხისაგან და სწორედ ამიტომ მას ადამი უწოდა. აქედანაა ქართული სიტყვა ადამ-იან-ი, გვარები: ადამიშვილი, ადამაშვილი, ადამიძე, ადამაძე, ადამია.


ადილა, ადილარ – შესაძლოა მოდიოდეს არაბული ვაჟის სახელისაგან ადილ

" სამართლიანი " ვაჟის სახელა  და გვხვდება სამეგრელოსა და სვანეთში.


ადოლა – ადილა-ს ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს.

გვხვდება ძველ ქართულში, მეგრულში, კახურ და ლეჩხუმურ დიალექტებში.


ადრიანე – ლათინური წარმოშობის სახელი

" ადრიელი " (ქალაქ ადრიის მცხოვრები ან ადრიიდან მოსული). აქედანაა მიღებული ანდრიანე, ანდრიან, მასვე უკავშირდება გეოგრაფიული სახელწოდება ადრიატიკის ზღვა.


ავაგ – გაურკვეველი წარმომავლობის სახელია.

მისი ვარიანტული ფორმებია: ავაგო, ავგია, აგია; შესაძლოა მასვე უკავშირდებოდეს აგული. ავაგი ერქვა რამდენიმე ცნობილ ისტორიულ პიროვნებას. მათ შორის პირველია ივანე ათაბაგის ძე ავაგი, რომელიც 1227 წ. ათაბაგ-ამირსპასალარი გახდა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: " შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა " ( " ქართლის ცხოვრება ", II, 171). მის შემდეგ (1250 წ.) ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა მეორე დიდებულთაგანი – ავაგ-სარგის მხარგრძელი (გარდ. 1265 წ.). XVII ს. შუა ხანებში იმერთა მეფის ციხისთავი იყო ავაგ ომათმათიძე, რომლის სახელისაგან შემდგომში წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ავაგაშვილი (XVI ს. პალ, I, 73).ქართული საეკლესიო სახელია.


ავალო – სახელის წარმომავლობა და პირველადი მნიშვნელობა უცნობია.

ქართულ წყაროებში გვხვდება XVI ს-დან (საქ. სიძვ., III, 541). მისგან წარმოქმნილი გვარებია ავალიანი და ავალიშვილი.


ავთანდილ –    არაბულ-ირანული წარმოშობის სახელია.

ნიშნავს " სამშობლოს გულს ", " სამშობლოს რწმენას " ან " სარწმუნოების კერას ". საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში.  ქართული საეკლესიო სახელია. პირველად გვხვდება " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო. არის გვარი ავთანდილაშვილი.


ავქსენტი –  წარმოშობა ბერძნული

მნიშვნელობა "ზრდადი". მოწამის სახელია.


აზარია – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

" იაჰვე (ღმერთი) შეეწია ". წინასწარმეტყველისა და მოწამის სახელია. აქედანაა გვარები: აზარიაშვილი, აზარაშვილი, აზარიძე.


ათანასე – ბერძნული წარმოშობის სახელია.

" უკვდავი ". პარარელური ფორმაა ათანასი. იშვიათად გვხვდება ქალის სახელიც – ათანასია. ამ სახელით ცნობილია როგორც კაცი, ისე ქალი წმინდა მოწამენი.


აკაკი – ბერძნული წარმოშობის სახელია.

" არ-ავი ", ე. ი. " უბოროტო ", " უზაკველი ", " კეთილი ". ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ. მისი შემოკლებული, საალერსო ფორმებია: აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა. აკაკი (აკაკის ხე) მცენარესაც ჰქვია. იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი –აკაცია.


ალალე – ქართული წარმოშობის სახელია.

" ალალი ", " მართალი ", " უზაკველი ".


ალეკო – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა -" მცველი ".


ალექსანდრე – ბერძნული წარმოშობის სახელია.

" მცველი ვაჟკაცი ", " მამაცი მცველი " (კომპოზიტია, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად: ალეკო - " მცველი ", ანდრე - " მამაცი ". გვხვდება ქალის სახელიც – ალექსანდრა). ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე – ქალიც და კაციც. აქედანაა გვარი ალექსანდრია. საალერსო ფორმებია: ალე, ალიკო, ალიოშა, სანდრო, საშა.


ალექსი – ბერძნული წარმოშობის სახელია

აქედანაა გვარები: ალექსიშვილი, ალექსაშვილი, ალექსიძე. საალერსო ფორმებია: ალე, ლექსო.


ალი – არაბული წარმოშობის სახელია.

" მაღალი ", " კეთილშობილი ". აქედანვეა სახელები: ალია, ალიბეგ(ა), ალიხან(ა). მათგან მოდის გვარები: ალიაშვილი, ალიბეგაშვილი, ალიხანაშვილი.


ალიო – ალის, ალექსის ან ალექსანდრეს საალერსო ფორმაა.

ქართულში იქცა დამოუკიდებელ სახელად.


ალმასგირ – თურქული წარმოშობის კომპოზიტია.

სახელის პირველ ნაწილს წარმოადგენს ძვირფასი ქვის სახელწოდება – ალმასი, ქცეული საკუთარ სახელად, მეორე კი (გირეი_გირ) საპატიო ტიტულია, რომელსაც ყირიმელი ხანები ურთავდნენ თავიანთ სახელებს. დაწყებული ყირიმის დამოუკიდებელი სახანოს დამფუძნებელ ჰაჯიგირეისაგან (XVIს.).


ალმასხან – თურქული კომპოზიტი სახელია.

 ალმას საკუთარ სახელს დართული აქვს თურქული ენის დამახასიათებელი სუფიქსი (წარმოშობით – საპატიო ტიტული) ხან. ანალოგიურად ნაწარმოები სახელებია: დურმიშხან, მირზაყან||მურზაყან, არზაყან და სხვ.


ალუდა – გვხვდება მთის კილოებში.

ამ სახელს ატარებდა ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის გმირი – ალუდა ქეთელაური. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი ეტიმოლოგიურად ლუდს უკავშირდება და ჩვენში შემოსულია ოსურიდან ან სკვითურიდან (ვ. აბაევი, მ. ანდრონიკაშვილი), მაგრამ ეს მოსაზრება საეჭვო ჩანს. ალუდა დაკავშირებული უნდა იყოს ცნობილ აღმოსავლურ სახელთან ალადინ-თან, რომლის ამოსავალი ფორმაა ალაუდინ და არაბულად ნიშნავს " რწმენის სიმაღლეს ". თავდაპირველად ეს იყო მუსულმანური ქვეყნების მმართველთა ტიტული, რომელიც XIV-XV საუკუნეებიდან შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა და ვაჭრებმა დაისაკუთრეს. ბოლოს იგი საკუთარ სახელად იქცა და ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით შუა აზიისა და ვოლგისპირეთის თურქულენოვან ხალხებში, რომელთა ენების ფონეტიკურ კანონზომიერებათა მიხედვით გაჩნდა ნაირფერი ვარიანტები: ალოუდინ, ალოვუტდინ, ალოვადინ, ალოვიდინ... ამ ფორმათა შეკვეცისა და გაქართულების შედეგია ალუდა, ალადა, ალადო, რომლებიც საფუძვლად უძევს ქართულ გვარებს: ალუდაური, ალადაშვილი, ალადოშვილი.


ალფეზ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

" ცვლილება ". პარალელური ფორმაა ალფეს. ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მოციქულს.


ამბაკო – ძველ ებრაული წარმოშობის სახელია.

ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია; ნიშნავს " მოხვევნას ", ჩახუტებას ", აქედან კი ეძლევა გადატანითი მნიშვნელობა: " ღვთისმოყვარე " ან " სიყვარული ღვთისა ".


ამბერკი – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" დამყენებელი ".


ამბროსი – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი ", " ღვთაებრივი ", " საღვთო ".


ამირან – ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია.

ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება. შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან, სადაც ამირ ( " წინამძღვარი ") და ალი ( " მაღალი ") ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად. ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება, მაგრამ დაცულია გვარებში: ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი, ამირგულაშვილი, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი. ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე. ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის " ამირანდარეჯანიანის " მთავარი გმირია.


ამირინდო – სპარსული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ინდოეთის ამირი "


ანანია – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა- " მადლი უფლისა ", " შემწეობა უფლისა ". ქართულში საკუთარ სახელად გვხვდება XV ს-დან. აქედანაა გვარები: ანანიაშვილი, ანანიძე.


ანდრი, ანდრია, ანდრო – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" მამაცი ", " ვაჟკაცი ", " მხნე " (იხ. აგრეთვე ალექსანდრე, ანდრონიკე). ანდრე (ანდრეა, ანდრია) ერქვა რამდენიმე მოწამეს. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარები: ანდრიაძე, ანდრიაშვილი. ანდრია ქართულში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან. ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანდრო.


ანდრონიკე – ბერძნული წარმოშობის სახელია.

შედგება ორი ნაწილისაგან: ანდრო - " მამაცი " და ნიკე - " გამარჯვება ". ამრიგად, ერთად ნიშნავს " მამაცის გამარჯვებას " ან " მამაცზე გამარჯვებულს ", " ვაჟკაცთა მძლეველს ". ეს სახელი საქართველოში დღეს იშვიათია, მაგრამ ძველად მის გავრცელებას მოწმობს ცნობილი გვარი ანდრონიკაშვილი.


ანდუყაფარ – სპარსული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" შემწყნარებლის (ე.ი. უფლის) მონა ".


ანზორ – ქართული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" აზნაური ", " თავისუფალი ". ქართული სიტყვა პირველად საკუთარ სახელად უქცევიათ და თავისებურად გადაუკეთებიათ ჩრდილო კავკასიის ხალხებს. მთიელ პერსონაჟთა სახელად ის გამოიყენა ჯერ ალექსანდრე ყაზბეგმა (მოთხრობა " ელისო "), შემდეგ – სანდრო შანშიაშვილმა (პიესა " ანზორ "). ამ ნაწარმოებთა მეშვეობით ეს სახელი საქართველოშიც პოპულარული გახდა.


ანთიმოზ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ყვავილოვანი ", " აყვავებული ". ცნობილია რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, განმანათლებელი, მწერალი და მხატვარი ანთიმოზ ივერიელი (დაახლ. 1650-1716).


ანტონ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

ზუსტად არ ითარგმნება, თარგმნიან როგორც " მეომარს ", " ომში ჩაბმულს ", წინამძღოლს ", მეთაურს ". ეს სახელი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე ხანებიდან გახდა პოპულარული, რაც დაკავშირებულია ეგვიპტელი ქრისტიანი ბერის, " მონაზვნობის მამად " წოდებული ანტონ დიდის სახელთან (III-IV სს.). მისი " სწავლანი " და ეპისტოლენი ადრევე უთარგმნიათ ქართულად და რამდენიმე რედაქციით არის დაცული ძველ ხელნაწერში. ქართველ საეკლესიო და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ამ სახელით ცნობილია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე (XII-XIII სს.) გელათის მთავარეპისკოპოსი ანტონ გელათელი (XVI ს. II ნახ.), მწერალი და მეცნიერი, პირველი ქართული მეცნიერული გრამატიკის ავტორი, კათალიკოსი ანტონ I (1720-1788 წწ.), კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (1764-1827 წწ.) და სხვ. ამ სახელიდან წარმოდგება ქართული გვარები: ანტონაშვილი, ანტონიშვილი ანტონიძე;


აპოლონ –  წარმომავლობა უცნობია.

ბერძნულ მითოლოგიაში მზის (აგრეთვე სიბრძნის და ხელოვნების) ღმერთის სახელია.


არდაშელ – ირანული წარმოშობის სახელია.

ძველი ფორმაა არდაშირ, რომელიც ნიშნავდა " სამართლიანად მმართველს, მეფეს " და სპარსეთის მეფეთა ზედწოდებას წარმოადგენდა. ამ მნიშვნელობით გვხვდება ძველ ქართულში: " აწ ვახსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი სასანიანისა " (ლეონტი მროველი). მოგვიანებით არდაშირ საკუთარ სახელად იქცა და ფორმაც შეეცვალა (არდაშელ). ამ სახელისაგან წარმოიქმნა გვარები: არდაშერაშვილი - არდაშელაშვილი, არდაშლიშვილი, არდაშელია.


არეთა – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ორბი ", " არწივი ". დიდმოწამის სახელია.


არზაყან – თურქული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ბედნიერი მმართველი ".


არისტო – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ყველაზე უკეთესი ".


არკადი – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" არკადიელი ". არკადია ერქვა ძველი საბერძნეთის ცენტრალურ ოლქს, რომელიც განთქმული იყო მეცხოველეობით. ამის გამო არკადი ზოგჯერ თარგმნილია როგორც " მწყემსი ".


არმაზ – სახელია ძველი ქართული ღვთაებისა.

ღვთაების კერპი, აღმართული ქართველი მეფის მიერ, იდგა მცხეთის ახლოს. წარმოშობით ზოგი მას უკავშირებს ხეთური მთვარის ღვთაების სახელს _ არმას, ზოგი ძველი ირანული უზენაესი ღვთაების სახელს _ აჰურა-მაზდას.


არსენ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

 მნიშვნელობა-" მამაცი ", " ვაჟკაცი ". ამ სახელით ძველთაგანვე ცნობილია არაერთი ქართველი მოღვაწე, განსაკთრებით _ სასულიერო პირთა შორის: კათალიკოსი არსენ I დიდი, საფარელი (დაახლოებით 820/830-877/887 წწ.), არსენ II, ქართლის კათალიკოსი (დაახლ. 955-980 წწ.), არსენ ბერი _ დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი (XI-XII სს.), არსენ იყალთოელი _ ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი (XI-XII სს.), არსენ ბულმაისიმისძე _ მწერალი, საქართველოს კათალიკოსი (XIII ს. I ნახ.) და სხვ. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარები: არსენიშვილი, არსენიძე, არსენაშვილი, არსენაძე.


არტემ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა- " ჯანმრთელი ", " უვნებელი ", " ქორფა " (ეტიმოლოგია საეჭვოა). აქედანაა გვარები: არტემიძე, არტემაშვილი.


არქიპო, არქიფო – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" უფროსი მხედარი ".


არჩილ – ირანული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" სწორი ", " წრფელი ", " მართალი ", " ნათელი ", " მადლმოსილი ". ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება. ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.), რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).


არჯევან – ზენდური წარმოშობის სახელია.

 მნიშვნელობა-" ღირსი ", " ღირსეული ". საქართველოში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან, XVI ს-დან კი გვხვდება აქედან ნაწარმოები გვარიც _ არჯევანიძე.


ასათ – არაბული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" ლომი ". აქედანაა გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.


ასალო

შესაძლოა ქართული საალერსო ფორმა იყოს ბერძნული სახელისა ასკალონ


ასან – არაბული წარმოშობის სახელია.

ჰასან _ " კარგი ", " მშვენიერი ", " სასიამოვნო ", " საყვარელი ". აქედანაა გვარები: ასანაშვილი, ასანიშვილი, ასანიძე.


ასკალო, ასკალონ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა- " დაუმუშავებელი ", " გაუფხვიერებელი ".


ასლამაზ – ქართული წარმოშობის სახელია.

 XVI-XVII სს-ებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი იშვიათად ხმარებული სახელია. აქედანაა გვარები: ასლამაზაშვილი, ასლამაზიშვილი, ასლამაზოვი.


ასლან – თურქული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა- " ლომი " ; მოგვიანებით შეიძინა " გმირის ", " გოლიათის ", " დიდის " მნიშვნელობა. ამოსავალი ფორმაა არსლან, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ " ტბეთის სულთა მატიანეში " : " სულისა ბალასძისა არსლანისსა შეუნდვენ ღმერთმან " (XII-XIII სს.). გამარტივებული ფორმა ასლან დასტურდება XVI ს-დან. მისგან ნაწარმოები გვარებია: ასლანიშვილი, ასლანიკაშვილი, ასლანიძე.


ასტიონ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

 მნიშვნელობა-" ქალაქელი ".


აფრასიონ – სპარსული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" მრისხანე ". აქედანაა გვარი აფრასიძე.


აფშინა – არაბულ-ირანულ სამყაროში გავრცელებული წოდებაა.

 ნიშნავს " ოჯახის უფროსს ", " სახლის პატრონს ", " მმართველს ". ქართულში შემოსულია ოსურიდან, გავრცელებულია ძირითადად მთის კილოებში. ცნობილია განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას პოემიდან ("გოგოთურ და აფშინა "). არის მცირერიცხოვანი გვარი აფშინაშვილი, რომელთა წარმომადგენლებს გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ეს გვარი წარმოიშვა ძველ დროს ხოშარაულების ოჯახში. კერძოდ, ფშავში ხოშარაულმა თავის ერთ-ერთ ვაჟს სახელად დაარქვა აფშინა, საიდანაც მოგვიანებით ამ სახელის ფუძეზე მოხდა გვარი აფშინაშვილის წარმოშობა. ამრიგად, ამ გადმოცემის თანახმად გვარი აფშინაშვილის წარმოშობა არ უნდა დაუკავშირდეს არაბულ-ირანულ წოდება აფშინას და იგი წარმოადგენს ჭეშმარიტ ქართულ გვარს


ბაადურ – წარმოშობით მონღოლური სიტყვაა.

მნიშვნელობა-" გმირი ", " გოლიათი ", " მამაცი ". მისგან ნაწარმოები ვაჟის სახელის თურქული ფორმაა ბაჰადურ, რომელსაც ქართულში მოუცია ერთი მხრივ ბაადურ (აქედან _ გვარი ბადურაშვილი), მეორე მხრივ კი _ ბაღათურ (აქედან _ გვარი ბაღათურია). პირველი ფორმისაგან ჩანს მიღებული აგრეთვე სახელი ბათური (აქედან გვარი _ ბათურია). მეორისაგან _ ბაღათერა (აქედან გვარი _ ბაღათრიშვილი). ამავე სიტყვისაგან მომდინარეობს ოსური ბაყათარ, რუსული богатырь.


ბაგრატ – ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია

ეს სახელი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისმთავარს, მოყოლებული ბაგრატ I კურაპალატიდან, რომელიც იყო გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე, ტაო-კლარჯეთის მთავარი (826-876 წწ.). გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ დიდი (X ს. 60-იანი წლების დასაწყისი – 1014 წ.), რომელმაც სათავე დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას. აქედან მოდის გვარი ბაგრატიონი. ბაგრატი სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო. წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ. სპარსულს: ბაგადატა - " ღვთის ბოძებული ", " ღვთის წყალობა " (ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში, მაგალითად: ბერძნული თეოდორე, დოროთე, სლავური ბოგდან, თურქული ალაჰვერდი, სომხური ასტვაწატურ, ქართული წყალობა). არსებობს ბაგრატის სხვაგვარი განმარტებაც: " ღვთის შექმნილი ", " ღვთის მიერ დაცული


ბადრი – არაბული წარმოშობის სახელია.

მნიშვნელობა-" სავსე მთვარე " ; გადატანით - " სრულქმნილი ". ეს სახელი ჰქვია ზღაპრული ამირანის ძმობილს. მისგანაა მიღებული გვარები: ბადრიძე, ბადრიშვილი, ბადრიაშვილი.


ბათუ – წარმომავლობა დაუდგენელია. შესაძლოა უკავშირდებოდეს სპარსულ ბათურ-ს ან მონღოლურ ბათო-ს; ზოგის აზრით ურარტული სახელია, ზოგი კი ებრაული ბართლომე-ს შემოკლებულ ფორმად მიიჩნევს.

 ამ სახელით ცნობილია მოწამე ხუცესი, რომლის ხსენების დღეა 26 მარტი.


ბაკურ – ირანული წარმოშობის სახელია.

" ღვთის შვილი ", " ძე ღმრთისა ". ეს სახელი ქართულში გავრცელებულია უძველესი ხანიდან, გვხვდება ჯერ კიდევ პალესტინის ქართულ წარწერებში (V ს. 30-40-იანი წლები): " და ძუძეეულნი მათნი ბაკურ და გრი-ორმიზდ და ნაშობნი მათნი, ქრისტე... შეიწყალენ. ამენ ". აქ ნახსენებია პეტრე იბერის პაპა (დედის მამა) – ბაკურ დიდი, მეფე ქართლისა. ბაკური ერქვა საქართველოს რამდენიმე სხვა მეფესა და დიდებულსაც II-VIII საუკუნეებში. წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისგან ნაწარმოები პიროვნული სახელი ბაკურიანი (მაგ., ერთი ბაკურიანი, ბალდადისძე, ქართლის ერისთავი იყო VII-VIII სს-ში). ბაკურისაგან ნაწარმოებია სახელი ჯამბაკურ, გვარები: ბაკურაძე, ბაკურიძე, ბაკურია, გეოგრაფიული სახელები: ბაკურიანი, ბაკურციხე, ბაკურხევი და სხვ.


ბარათა – არაბული წარმოშობის სახელია.

" ახალმთვარიანობა " ; გადატანით: " სიწმინდე " ; ან: (სპარსული) " ნახატი ". არაბულად ბარა-ს უწოდებდნენ ახალმთვარობის პერიოდს (მთვარის თვის დამდეგს), როცა მთვარე ჯერ არ ჩანს. ეს დრო მიჩნეული იყო სასიამოვნო ამბის მომასწავებლად და მაშინ დაბადებული ბავშვიც ბედნიერი მომავლის მქონედ მიაჩნდათ. ამიტომ არქმევდნენ ამ დროის აღმნიშვნელ სახელებს: ბარათ, ბარათბეკ, ბარათალი (ვაჟებს), ბარათხანუმ, ბარათგულ, ბარათმო (ქალებს). ამათგან ქართულში შემოსულია მხოლოდ ერთი – ბარათა, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: ბარათაშვილი, ბარათელია, ბარათელი. შესაძლოა აქედანვე მომდინარეობდეს ბართაიას და ბართიას გვარებიც.


ბარამ – მიღებულია მრავალსაფეხურიანი გარდაქმნის გზით ავესტური ვერეთრაგნა-საგან.

ეს არის სახელი გამარჯვების ღვთაებისა, რომელმაც დაამარცხა ბოროტი დემონი ვერეთრა. ვერეთრა-გნა ნიშნავს " ვერეთრას გამგდებს ". მასთან ეტიმოლოგიურ კავშირშია სახელები: ვარამ, გვარამ და გურამ; გვარები: ბარამიძე, ბარამია, გვარამაძე, გვარამია, გურამიშვილი.


ბართლომე – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია.

" თოლომეს შვილი ", ან " მოხნული მიწის შვილი " (თოლომე სახელია, მნიშვნელობით უდრის " ხნულს ", " კვალს "). მის შემოკლებულ ფორმად ითვლება ბათუ, თუმცა იგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელია.


ბარძიმ – ირანული წარმოშობის სახელია.

" მაღალი ". აქედანაა გვარები ბარძიმაშვილი, ბარძიმიშვილი, ბარძიმაძე.


ბასილ – ბერძნული წარმოშობის სახელია.

" მეფური ", " სამეფო ". ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმა ამ სახელისა არის ვასილ. ბ და ვ ბგერები თვით ბერძნულშიც მონაცვლეობდა. ზოგმა ენამ ( მათ შორის ქართულმა) ისესხა უფრო ადრინდელი ფორმა, სადაც ბ არის დაცული, ზოგ ენაში კი (მაგალითად, რუსულში) გადაიღეს ვინ-იანი ფორმა. ამიტომ გვაქვს ქართულში: ბასილ (ისევე როგორც ბესარიონ, ბიქტორ, იობ, საბა და ა.შ.), რუსულში კი ვასილი (ისევე როგორც ვისარიონ, ვიქტორ, იოვ, სავა და სხვანი. შეადარეთ აგრეთვე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერტის სახელი: ქართულად ბახუსი, რუსულად ვაკხი და სხვ.) შემდგომში ზოგიერთი ვინ-იანი ფორმა ქართულშიც შემოვიდა და ამჟამად გვაქვს პარალელური ფორმები: ბასილ და ვასილ, ბიქტორ და ვიქტორ. უფრო ძველი ბასილ-ისაგან მიღებულია გვარები: ბასილაძე, ბასილაშვილი, ბასილაია, ვასილ-ისაგან კი ქართული გვარი არ იწარმოება (შეადარეთ რუსული გვარი ვასილევ, პოლონური ვასილევსკი). იგივე სახელი ბასილ ესპანეთში გავრცელებულია ბაზილიო-ს ფორმით. ამავე ძირს უკავშირდება სიტყვა ბაზილიკა, რაც " სამეფო აკლდამას " ნიშნავს. ბასილ-ის შეკვეცილი ფორმაა ქართული ბასა.


ბაქარ – ქართული წარმოშობის სახელია.

ზოგი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ქართული ფორმა იყოს ბაკურ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " ღვთის შვილს " ნიშნავს. უფრო დამაჯერებელი ჩანს მისი დაკავშირება არაბულ პიროვნულ სახელთან – ბაქრ ( " ახალგაზრდა აქლემი "). უთუოდ აქედან მოდის გვარები: ბაქრაძე და ბარქაია, ბაქარ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ბაქარაშვილი, შესაძლოა მისგანვე იყოს მიღებული ბაკარიძე და ბაქანიძე.


ბაჩანა – ქართული სახელია.

 " ტანმორჩილს " ნიშნავს (წარმოშობით უკავშირდება სპარსულ სიტყვას: ბაჩა - " ბავშვი "). გვხვდება მისი სხვადასხვაგვარი სახეცვლილებაც: ბაჩა, ბაჩია, ბაჩუა, ბაჩო, ბაჩიტა, ბაჩილა, ბაჩალა, ბაჩულა, ბაჩუკი, ბაჩირა, ბაჩუკია. ბაჩანა ფსევდონიმად ჰქონდა ვაჟა-ფშაველას ძმას – პოეტ ნიკო რაზიკაშვილს.


ბახვა – ქართული წარმოშობის სახელია.

მეგრულად ნიშნავს " ჩაფსკვნილს ", " ბუთხუზას ". ეს სახელი ჰქვია გიორგი წერეთლის ცნობილი რომანის " პირველი ნაბიჯის " მთავარ გმირს ბახვა ფულავას. ბახვას მოფერებითი ფორმაა ბახუტა, საიდანაც მიღებულია გვარი ბახუტაშვილი.


ბეგი, ბეგა –  თურქული ბეგი, გვიანდელი გამოთქმით ბეი.

" ბატონს " ნიშნავს, ქართულში საკუთარ სახელად არის ქცეული და ორი ფორმით გვხვდება: ბეგი, ბეგა (აქედანაა გვარები: ბეგიშვილი, ბეგაშვილი, ბეგიაშვილი, ბეგაძე). მისივე ვარიანტული ფორმებია: ბექი, ბექა. იმავე სიტყვის მრავლობითი რიცხვის ფორმას თურქულში წარმოადგენს სახელი ბეგლარ. წინათ სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ბეგთაბეგ (აქედან გვარია ბეგთაბეგიშვილი), რაც ნიშნავს " ბეგების ბეგს ", " ბეგების უფროსს " (შეადარეთ დიდი თანამდებობის სამოხელეო ტერმინი თურქეთში ბეგლარბეგი).


იაკობ
ივერი
ისაკ

ლუკა – ლათინური წარმოშობის სახელია.

ლუქს ( " სინათლე ") სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის - " სინათლისა ", " ნათლისა ") ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმიაში. იმავე ლათინური სიტყვისაგან მომდინარეობს აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლუკიანე, ლუკილიანე, ლუკრეციუსი, ლუკიანა, ლუკინა, ლუკია, ლუკრეცია. ქართულში ლუკა-საგან ნაწარმოებია გვარები; ლუკაშვილი, ლუკავა.


მათე
მაკარ
მალხაზ
მამია
მამუკა
მანუჩარ
მარკოზ
მაქსიმე

ნესტორ
ნიკა
ნიკიტა
ნიკო
ნიკოლოზ
ნოდარ
ნოე
ნუგზარ
ნუკრი

პაატა
პავლე
პანტელეიმონ
პაპუნა
პარმენ
პეტრე
პლატონ

როსტევან – სპარსული

" სწორმხედველი ", " ბრძენი ", " მართალი ". არაბეთის მეფის სახელია " ვეფხისტყაოსანში ".


ფარსადან – სპარსული

 " ბრძენი ", " სწავლული ", " მეცნიერი ". ნესტან-დარეჯნის მამის სახელია " ვეფხისტყაოსანში ". ცნობილია ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე ფარსადან გორგიჯანიძე (XVIIს.). ფარსადანისაგან წარმოქმნილია გვარები: ფარსადანაშვილი, ფარსადანიშვილი, ფარსადანოვი.


ფრიდონ – ძველი ირანული

" სამმაგი ძალის მქონე ", " სამგზის ძლევამოსილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე " შაჰ-ნამეში ", " რუსუდანიანში " და სხვა თხზულებებში. მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში. შემოკლებული ფორმაა ფიდო. გვარებია: ფრიდონიშვილი, ფრიდონაშვილი, ფიდაშვილი, ფიდიური.


შერმადინ – არაბული

 " სარწმუნოების სინდისი ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთ პერსონაჟს, ავთანდილის ერთგულ მსახურს. შერმადინი გვარიც არის ამავე ფორმით.